აქტუარული იუმორი
1. კითხვა: რატომ ჩაწერა აქტუარმა საკუთარ ანდერძში, რომ ის აუცილებლად ისრაელში უნდა დაკრძალონ?
პასუხი: მკვდრეთით აღდგომის შანსები იქ გაცილებით მეტია.
2. აქტუარი, ბუღალტერი, მოხუცი ქალი და ახალგაზრდა გოგონა მგზავრობენ მატარებლით. მატარებელი შედის გვირაბში და სიბნელეში ისმის სახეში სილის გარტყმის ხმა. როდესაც კუპე ისევ განათდება, ბუღალტერს სახეზე აღმოაჩნდება ხუთი თითის კვალი.
მოხუცი ქალი ფიქრობს: ალბათ ბუღალტერმა ამ გოგონას უჩქმიტა და სილა მიიღო.
ქერა გოგონა ფიქრობს: ალბათ ბუღალტერს უნდოდა ჩემი ჩქმეტა, მაგრამ შეცდომით მოხუც ქალს უჩქმიტა და მან სილა გააწნა.
ბუღალტერი ფიქრობს: ალბათ აქტუარმა სიბნელეში ქერა გოგონას უჩქმიტა და მან შეცდომით მე გამაწნა სილა.
აქტუარი ფიქრობს: ნეტა როდის იქნება შემდეგი გვირაბი, რომ ამ დაწყვეტილ ბუღალტერს კიდევ ერთხელ შემოვცხო.
3. ორი ქართველი საუბრიდან:
– იცი, დღეს სადაზღვევო კომპანიაში ვიყავი და ჩემი მიწის ნაკვეთი დავაზღვიე ხანძრისა და სეტყვისაგან.
– ხანძარი გასაგებია, მაგრამ სეტყვის მოწყობას როგორღა აპირებ?
4. ინგლისელ აქტუარებს საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვლება 2005 წლის განმავლობაში და რამდენი იქნება მათ შორის ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი, ხოლო სიცილიელმა აქტუარებმა მათი გვარებიც კი იციან.
5. აქტუარები – ეს არის ხალხი, რომლებმაც სკოლის პირველი 4 კლასი გააცდინეს, როდესაც სხვა ბავშვები მოკლე სიტყვებს სწავლობდნენ.
6. ექიმი, ინჟინერი და აქტუარი კამათობენ თუ რომელი მათგანის პროფესიაა უძველესი.
ექიმი: ღმერთმა ევა შექმნა ადამის ნეკნიდან, ეს კი ნამდვილად ქირურგიული ოპერაციაა.
ინჟინერი: ღმერთმა მანამდე წესრიგი შექმნა ქაოსისგან, რაც ინჟინრების საქმეა
აქტუარი: კი მაგრამ, როგორ გგონიათ ქაოსი ვინ შექმნა?
7. მუშაკთა კომპენსაციის დაზღვევაში პენსია ეძლევათ ცოცხლად დარჩენილ მეუღლეებს გარდაცვალებამდე ან ხელმეორედ დაქორწინებამდე. ასე რომ, დაქორწინება წარმოადგენს სიკვდილის აქტუალურ ექვივალენტს.
8. რას აკეთებს აქტუარის ცოლი, როდესაც მას უძილობა აწუხებს?
გადაბრუნდება და ქმარს ეკითხება: ძვირფასო, კიდევ ერთხელ მომიყევი რას აკეთებ სამსახურში?
9. რა არის დაზღვევა?
ეს არის ავტომობილი, რომელშიც გაყიდვის მენეჯერი ფეხს აჭერს აქსელერატორს, ანდერაიტერი ფეხს აჭერს მუხრუჭს, ხოლო აქტუარი იყურება უკანა ფანჯარაში და კარნახობს დანარჩენებს თუ საით უნდა წავიდნენ.