Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the breadcrumb-navxt domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/aafage/public_html/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: ფუნქცია _load_textdomain_just_in_time გამოძახებულია არასწორად. stm_post_type დომენის თარგმანის ჩატვირთვა ძალიან ადრე დაიწყო. ეს, როგორც წესი, არის ინდიკატორი ზოგიერთი კოდის მოდულში ან თემაში, რომელიც ძალიან ადრე მუშაობს. თარგმანები უნდა ჩაიტვირთოს init მოქმედებაზე ან უფრო გვიან. გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 6.7.0 ვერსიიდან.) in /home/aafage/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
ისტორია – AAFA.ge

ისტორია

1992 წელს ჩამოყალიბდა „საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია“, რომელშიც სხვა მრავალ სექციასთან ერთად, ფუნქციონირებდა დაზღვევისა და მათემატიკური დემოგრაფიის სექციები. სწორედ ამ სექციების ბაზაზე, 1998 წლის აგვისტოში, ჩამოყალიბდა ახალი „აქტუართა და ფინანსურ ანალიტიკოსთა ასოციაცია“ (აფაა), რომლის დამფუძნებლები არიან:

  • ომარ ღლონტი;
  • ნანული ლაზრიევა;
  • თეიმურაზ ტორონჯაძე;
  • მიხეილ მანია;
  • გურამ მირზაშვილი;
  • ლევან ჯამბურია;
  • თამარ ქავთარაძე;

1998-1999 წ.წ. აფაა-ში ფონდ “ევრაზიის” მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის განვითარება”. ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული იქნა საგანმანათლებლო ბროშურები:

  1. “აქტუარის პროფესია” გ. მირზაშვილი;
  2. “ეფექტური ფინანსური სისტემა” ნ.ლაზრიევა, თ. ტორონჯაძე;
  3. “დაზღვევის ძირითადი პრინციპები მათემატიკური თვალსაზრისით” მ. მანია, გ. მირზაშვილი;

ასევე 199 წლის ნოემბერში ჩატარდა I კონფერენცია, რომელშიც სადაზღვევო ასოციაციის, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები:

  • ნორმან კროუდერი – აშშ აქტუართა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი;
  • რიჩარდ ბადენი – დიდი ბრიტანეთის სამთავრობო აქტუარის დეპარტამენტის წამყვანი აქტუარი;
  • ჰიუ საზერლენდი – ლონდონის აქტუართა ინსტიტუტის შტატში მომუშავე აქტუარი;

ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა სატელევიზიო გადაცემები და საგაზეთო სტატიები, რამაც ხელი შეუწყო აქტუარის პროფესიის პოპულარიზაციას. 2000 წელს აფაა გახდა “აქტუართა საერთაშორისო ასოციაციის” (IAA) წევრი. 1998 წლიდან ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს IAA-ს მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის აქტუართა პროფესიის ლიდერების შეკრებებში, რომლებიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2000 წლის ზაფხულში ასოციაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა აქტუარების ინსტიტუტის (Institute of Actuaries) მიერ ორგანიზებულ ტრეინინგ კურსში “Training for Trainers”, რომელიც ოქსფორდსა და კემბრიჯში გაიმართა. 2001 წელს აფაა-ს მიერ შემუშავებული იქნა ეროვნული ბანკის არასახელმწიფო საპენსიო სქემა, რაც საქართველოში ამგვარი სამუშაოს ჩატარების პირველი შემთხვევაა.

აფაა-ს აქვს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. დაარსების დღიდან აფაა-ში პერიოდულად მიმდინარეობდა ტრეინინგ-კურსები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

2007 წლიდან აფაა და მისი წევრები მონაწილეობენ საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირებაში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, ასოციაციის სამუშაო ჯგუფმა მოახდინა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის პირველი სახელმწიფო პროგრამის სადაზღვევო პაკეტის შემუშავება და განფასება. დღეს არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ამ პაკეტის რაიმე ვარიაციას იყენებს.