კურსები | სემინარები | ბიბლიოთეკა | სასარგებლო ბმულები | სერტიფიცირება

აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის აქტუართა სერტიფიცირების სქემა

საქართველოში აქტუარის პროფესიის განვითარებისა და პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით აფაა-ში 2005 წლის შემოდგომიდან პერიოდულად მოქმედებს აქტუართა სერტიფიცირების სქემა. სერტიფიცირების სქემა გასცემს პროფესიულ სერტიფიკატებს ფიზიკურ პირებზე, რომლების აკმაყოფილებენ ასოციაციის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გაცემული სერტიფიკატები ოთხი ტიპისაა:

ყოველი ტიპის სერტიფიკატისათვის არსებობს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ასოციაცია წინასწარ აცხადებს ვადებს, რომლებშიც მსურველებმა უნდა შეიტანონ განაცხადები ყოველი კონკრეტული ტიპის სერტიფიკატის მისაღებად. აგრეთვე პერიოდულად გამოქვეყნდება საკვალიფიკაციო გამოცდების ცხრილები ტესტების ნიმუშებთან ერთად.

 

    ჩამოსატვირთი მასალები:

1. აფაა-ს აქტუართა სერტიფიცირების სქემის ზოგადი პირობები (32 Kb)

2. საგამოცდო ამოცანების ნიმუშები (81 Kb)

3. განცხადების ფორმა სერტიფიკატის მოპოვების მსურველთათვის (42 Kb)