კურსები | სემინარები | ბიბლიოთეკა | სასარგებლო ბმულები | სერტიფიცირება

აფაას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიმოხილვა

აფააში საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობს ლექციებისა და სემინარების სახით. ლექცია-სემინარები იყოფა ორ ჯგუფად: მოსამზადებელი კურსები სტუდენტებისათვის და პროფესიული ტრენინგები სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სტუდენტების მოსამზადებელი კურსების ფარგლებში ისწავლება: ალბათობის თეორია, დემოგრაფია, სტატისტიკა, რისკის თეორია და დაზღვევის საფუძვლები.

პროფესიული ტრენინგები კი ტარდება სპეციალური სასწავლო პროგრამების მიხედვით, რომლებიც შეიქმნა აქტუართა საერთაშორისო ასოციაციიs გამოცდილებისა და საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

ამისათვის შეიქმნა შემდეგი სპეციალიზირებული სასწავლო კურსები:

ამასთანავე, აფაას მეცნიერებისა და კვლევის კომიტეტი პერიოდულად ატარებს სამეცნიერო სემინარებს, სადაც განიხილება აქტუარული ლიტერატურა და ახალი ნაშრომები ამ დარგში.

ააფა-ს დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობიs შედეგად შეიქმნა აქტუარული მოდელირებისა და ფინანსური ანალიზისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები და გამოქვეყნდა სტატიები. აგრეთვე, ფონდ „ევრაზიის“ დახმარებით გამოიცა რამოდენიმე წიგნი (ამ და სხვა ლიტერატურის ნახვა შეგიძლიათ საიტის ბიბლიოთეკაში).

2004 წელს ჩატარდა საქართველოში პირველი აქტუარული ტრენინგი ”საბაზისო კურსი სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევაში“, რომელსაც ასოციაციის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლები.