ისტორია | ორგანიზაციული სტრუქტურა | დოკუმენტაცია | წევრები | გაწევრიანება | გალერეა

ააფა-ს ისტორია

1992 წელს ჩამოყალიბდა „საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია“, რომელშიც სხვა მრავალ სექციასთან ერთად, ფუნქციონირებდა დაზღვევისა და მათემატიკური დემოგრაფიის სექციები. სწორედ ამ სექციების ბაზაზე, 1998 წლის აგვისტოში, ჩამოყალიბდა ახალი „აქტუართა და ფინანსურ ანალიტიკოსთა ასოციაცია“ (აფაა), რომლის დამფუძნებლები არიან:

1998-1999 წ.წ. აფაა-ში ფონდ "ევრაზიის" მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი "აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის განვითარება". ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული იქნა საგანმანათლებლო ბროშურები:

  1. "აქტუარის პროფესია" გ. მირზაშვილი;

  2. "ეფექტური ფინანსური სისტემა" ნ.ლაზრიევა, თ. ტორონჯაძე;

  3. "დაზღვევის ძირითადი პრინციპები მათემატიკური თვალსაზრისით" მ. მანია, გ. მირზაშვილი;

ასევე 199 წლის ნოემბერში ჩატარდა I კონფერენცია, რომელშიც სადაზღვევო ასოციაციის, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები:

ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა სატელევიზიო გადაცემები და საგაზეთო სტატიები, რამაც ხელი შეუწყო აქტუარის პროფესიის პოპულარიზაციას. 2000 წელს აფაა გახდა "აქტუართა საერთაშორისო ასოციაციის" (IAA) წევრი. 1998 წლიდან ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს IAA-ს მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის აქტუართა პროფესიის ლიდერების შეკრებებში, რომლებიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2000 წლის ზაფხულში ასოციაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა აქტუარების ინსტიტუტის (Institute of Actuaries) მიერ ორგანიზებულ ტრეინინგ კურსში "Training for Trainers", რომელიც ოქსფორდსა და კემბრიჯში გაიმართა. 2001 წელს აფაა-ს მიერ შემუშავებული იქნა ეროვნული ბანკის არასახელმწიფო საპენსიო სქემა, რაც საქართველოში ამგვარი სამუშაოს ჩატარების პირველი შემთხვევაა.

აფაა-ს აქვს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. დაარსების დღიდან აფაა-ში პერიოდულად მიმდინარეობდა ტრეინინგ-კურსები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

2007 წლიდან აფაა და მისი წევრები მონაწილეობენ საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირებაში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, ასოციაციის სამუშაო ჯგუფმა მოახდინა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის პირველი სახელმწიფო პროგრამის სადაზღვევო პაკეტის შემუშავება და განფასება. დღეს არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ამ პაკეტის რაიმე ვარიაციას იყენებს.