ისტორია | ორგანიზაციული სტრუქტურა | დოკუმენტაცია | წევრები | გაწევრიანება | გალერეა

ჩვენს შესახებ

აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაცია (აფაა) დაფუძნდა 1998 წლის აგვისტოში საქართველოს სტატისტიკოსთა ასოციაციის ბაზაზე. აფაა ნებაყოფლობით საწყისებზე აერთიანებს აქტუარებსა და ფინანსურ ანალიტიკოსებს, ასევე იმ პირებს, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს აქტუარისა და ფინანსური ანალიტიკოსის პროფესიათა საქართველოში დამკვიდრებას და განვითარებას. აფაა არის პირველი აქტუარული ასოციაცია ამიერკავკასიაში. აფაა არის აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის (International Actuarial Association - IAA) ასოცირებული წევრი 2000 წლიდან.

დაარსებიდან დღიდან ასოციაციისთვის უმთავრეს საკითხებს შორის არის საქართველოში აქტუარისა და ფინანსური ანალიტიკოსის პროფესიების საქართველოში პოპულარიზაცია/განვითარება და პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აფაა-ში 2005 წლის შემოდგომიდან პერიოდულად მიმდინარეობდა ტრეინინგ-კურსები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. აქტუართა სერტიფიცირების სქემით გაიცემოდა პროფესიული სერტიფიკატები ფიზიკურ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ასოციაციის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გაცემული სერტიფიკატები ოთხი ტიპისაა:

ყოველი ტიპის სერტიფიკატისათვის არსებობს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ასოციაცია წინასწარ აცხადებს ვადებს, რომლებშიც მსურველებმა უნდა შეიტანონ განაცხადები ყოველი კონკრეტული ტიპის სერტიფიკატის მისაღებად.

გარდა ამისა, აფაა-მ შეიმუშავა პროფესიული ეთიკის კოდექსი აქტუარებისათვის, რომელიც წარმოადგენს აფაა-ს მიერ აკრედიტირებული აქტუარების ეთიკური ქცევის სახელმძღვანელოს.

ყოველი ტიპის სერტიფიკატისათვის არსებობს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ასოციაცია წინასწარ აცხადებს ვადებს, რომლებშიც მსურველებმა უნდა შეიტანონ განაცხადები ყოველი კონკრეტული ტიპის სერტიფიკატის მისაღებად.

დროდადრო ასოციაციაში ფუნქციონირებს სემინარები სადაზღვევო მათემატიკაში, რომელიც ორიენტირებულია მომავალი აქტუარების მათემატიკური საფუძვლების გაღრმავებაზე. სემინარს უძღვებიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები სათანადო პრაქტიკული გამოცდილებით.

ასოციაციის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე აფაა-მ მოიპოვა ფონდ ევრაზიის დაფინანსება აქტუარის ასოციაციის პროფესიის ცნობადობის გაზრდის მხარდასაჭერად. ამ სახსრებით ასოციაციამ გამოუშვა რამდენიმე საგანმანათლებლო ბროშურა, საგაზეთო სტატია და სატელევიზიო გადაცემები.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს აფაა შერჩეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ კონსულტანტად სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისთვის სადაზღვევო პრემიის გაანგარიშებაში, რომელიც განხორციელდა USAID-ის მხარდაჭერით. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა უმწეოთა და ხანდაზმულთა დაზღვევის სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორზე გადაცემას და დაკავშირებული იყო 2007 წელს დაწყებულ ჯანდაცვის რეფორმასთან.

2008 და 2009 წლებშიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ტარიფიკაციის რეკომენდებული სქემა აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრების მიერ იქნა შემუშავებული.

აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის მომავალი სამოქმედო გეგმაა: